მოიგე ფული ყოველ პარასკევს!

გადაიხადე სფეის ბარათით ან შეასრულე სხვა მისიები და მოიგე ფული სფეის თამაშში ყოველ პარასკევს.

სფეის თამაში

როგორ მოვიგო ფული?

ფულის მოსაგებად კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადო სფეის ბარათით და მოიხმარო სხვა პროდუქტები. შედეგად, დაგერიცხება ვარსკვლავები. მაგ. ბარათით გადახდისას თითო ლარზე მიიღებ 10 ვარსკვლავს ⭐

დაგროვილი ვარსკვლავებით უნდა მოხვდე 300 ლიდერის სიაში. კვირის ბოლოს თუ ისევ ლიდერების სიაში იქნები, ჩათვალე, ფული გარანტირებულად შენია. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი გაქვს, მით ზემოთ ხარ რეიტინგში და შესაბამისად იგებ მეტ ფულს - მაქსიმუმ 150 ლარს და მინიმუმ 5 ლარს 💸

სფეის თამაშის დეტალების სანახავად აპლიკაციის მთავარი გვერდზე, ეკრანის ქვედა ნაწილში, დააჭირე პატარა ისარს და ჩამოსქროლე. მალევე შეგხვდება სფეის თამაშის სექცია, სადაც წარმოდგენილია შენი მიმდინარე მოგება 🎮

როდის დამერიცხება ფული?

თამაში ყოველკვირეულია - პარასკევიდან პარასკევამდე. კვირის განმავლობაში აგროვებ ვარსკვლავებს და ყოველ პარასკევს 18:00სთ-ზე გერიცხება შენი რეიტინგის შესაბამისი ფული. შემდეგ, ქულები ნულდება და მომდევნო კვირაში თამაშს იწყებ თავიდან ⏱

როგორ დავაგროვო ვარსკვლავები?

გადაიხადე სფეის ბარათით - 10 ⭐

გადაიხადე სფეის ბარათით ტერმინალზე ან ელ-კომერციაში მინიმუმ 5 ლარი და მიიღე თითო ლარზე 10 ვარსკვლავი (მაგ, თუ გადაიხდი 10 ლარს, მიიღებ 100 ვარსკვლავს)

გადაიხადე სფეის სტიკერით - 20 ⭐

გადაიხადე სფეის სტიკერით ტერმინალზე მინიმუმ 5 ლარი და მიიღე თითო ლარზე 20 ვარსკვლავი (მაგ, თუ გადაიხდი 10 ლარს, მიიღებ 200 ვარსკვლავს)

დაფარე კომუნალურები სფეის ბარათით - 20 ⭐

დაფარე კომუნალურები და სერვისები (მაგ. Usa2Georgia, უნივერსიტეტბი და სხვ.) სფეის ბარათით და მიიღე თითო ლარზე 20 ვარსკვლავი. გაითვალისწინე, TBC pay-ს, ბანკების, მიკრო-საფინანსოებისა და კაზინოების სერვსიებში ვარსკვლავები არ ირიცხება

შეუკვეთე სფეის სტიკერი - 100 ⭐

შეუკვეთე სფეის სტიკერი და მიიღე 100 ვარსკვლავი ერთჯერადად

შეავსე მობილური ბალანსი სფეის ბარათით - 20 ⭐

შეავსე მობილური ბალანსი სფეის ბარათით და მიიღე 20 ვარსკვლავი თითო ლარზე

მოიწვიე მეგობარი - 1,000 ⭐

მოიწვიე მეგობარი სფეისში და თითო დარეგისტრირებულ მეგობარზე მიიღე 1,000 ვარსკვლავი

ითამაშე სფეის ბურთი - 10 ⭐

ითამაშე სფეის ბურთი და მიიღე საკუთარი რეკორდის მოხსნის შემდეგ, თითო დონეზე 10 ვარსკვლავი

* გაითვალისწინე, რომ თუ დღეში ერთი და იგივე სავაჭრო ობიექტზე შენ მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა მივიჩნიეთ საეჭვოდ, შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რასაც მოყვება შენ მიერ დაგროვილი ვარსკვლავების ჩვენი მხრიდან ცალმხრივი გაბათილება და შენი დისკვალიფიკაცია

ითამაშე და მოიგე ფული!

ჯერ კიდევ არ ხარ სფეისის მოხმარბეელი? გადმოწერე აპლიკაცია, დაიწყე თამაში და მოიგე ფული ყოველ პარასკევს!