ბარათი

აღწერილობა

Space ბარათი არის Visa Classic საერთაშორისო სადებეტო ბარათი, რომელიც გამოიყენება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ:
- ნებისმიერი კომერციული ბანკის ბანკომატში;
- ნებისმიერ სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
- ელექტრონულ კომერციაში.

ბარათი მზადდება კლიენტის Space-ის აპლიკაციაში სრული რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

ბარათის აქტივაცია არის შესაძლებელი Space-ის აპლიკაციიდან ბარათის ბოლო 4 ციფრის მითითებით. ბარათის გააქტიურების დროს კლიენტი იღებს პინ კოდს სმს-ის საშუალებით იმ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომლითაც დარეგისტრირდა Space-ის აპლიკაციაში;

ბარათის გააქტიურებისთვის აუცილებელია, კლიენტმა ნებისმიერ ბანკომატში შეასრულოს ტრანზაცია და მიუთითოს პინ კოდი.

ბარათის მახასიათებლები:

- ბარათის ვადა - 4 წელი
- ბარათის ტიპი - Visa Classic
- ბარათის ვალუტა - ლარი

ვისთვის არის განკუთვნილი SPACE ბარათი?

- ბარათი განკუთვნილია მხოლოდ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობა (ID ბარათი) ან პასპორტი;
- ბარათის მფლობელი შეიძლება გახდეს მხოლოდ Space-ში რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული კლიენტი.

უკონტაქტო ფუნქციონალი?

- Space ბარათის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 45 ლარამდე განახორციელოს უკონტაქტო ტრანზაქცია, პინ კოდის ტერმინალზე შეყვანის გარეშე. 45 ლარზე და ზემოთ ტრანზაქციის შემთხვევაში მომხმარებელს უკვე მოეთხოვება ბარათის პინის შეყვანა;
- Space ბარათის მფლობელს შეუძლია თიბისი ბანკის ბანკომატებში თანხა გამოიტანოს ბანკომატზე არსებულ წამკითხველზე ბარათის მიდებით და პინ კოდის მითითებით, რაც ამცირების თანხის გამოტანის საშუალო დროს.

ბარათის დაბლოკვა და პინის განულება/შეცვლა

- ბარათის დაბლოკვა მომხმარებელს შეუძლია Space-ის აპლიკაციიდან მომენტალურად ან საინფორმაციო ცენტრში დარეკვით, ნომერზე: 2711711;
- პინ კოდის დავიწყების შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია მოითხოვოს პინ კოდის განახლება Space-ის აპლიკაციიდან. კლიენტს მიუვა რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ტელეფონზე ახალი პინ კოდი სმს-ის საშუალებით;
- კლიენტს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეცვალოს პინ კოდი თიბისი ბანკის ბანკომატის საშუალებით;

Space -ის ბარათზე ბალანსის შევსება

- Space-ის ბარათზე ბალანსის შევსება შეიძლება აპლიკაციიდან, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან თანხის გადმორიცხვით, რომელიც აისახება მომენტალურად;
- TBC PAY-ის ტერმინალების საშუალებით - უფასოდ;
- ოპპას ჩარიცხვის ტერმინალების საშუალებით - 1 ლარი;

P2P გადარიცხვები

Space აპლიკაციის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს ბარათიდან P2P გადარიცხვა მის კუთვნილ ან სხვა პიროვნების, საქართველოში ემიტირებულ, საბანკო ბარათზე.

P2P გადარიცხვა შესაძლებელია, როგორც Space ბარათიდან, ისე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიბმული სხვა ნებისმიერი, საქართველოში ემიტირებული, ბარათიდან.

Space აპლიკაციის მომხმარებელი დაყოფილია ორ კატეგორიად:
1. არარეგისტრირებული მომხმარებელი;
2. რეგისტრირებული მომხმარებელი:
  • არაიდენტიფიცირებული კლიენტი;
  • იდენტიფიცირებული კლიენტი.
არარეგისტრირებული მომხმარებელი - პირი არის Space აპლიკაციის მომხმარებელი, გააჩნია პაროლი, თუმცა არ აქვს გავლილი რეგისტრაციის პროცესი და ასრულებს მხოლოდ P2P და/ან კომუნალურ გადარიცხვებს ქვემოთ მითითებული შეზღუდული ლიმიტების ფარგლებში;
რეგისტრირებული მომხმარებელი:
არაიდენტიფიცირებული კლიენტი - პირი არის Space აპლიკაციის მომხმარებელი, გააჩნია პაროლი, გავლილი აქვს რეგისტრაცია (ხსენებული პირი რეგისტრაციამდე ან არ იყო თიბისი ბანკის მომხმარებელი ან Space-ში რეგისტრაციისას მიუთითა განსხვავებული მონაცემები);
იდენტიფიცირებული კლიენტი - პირი არის Space აპლიკაციის მომხმარებელი, გააჩნია პაროლი, გავლილი აქვს რეგისტრაცია (ხსენებული პირი რეგისტრაციამდე იყო თიბისი ბანკის მომხმარებელი).

ლიმიტები

P2P გადარიცხვებს აქვს გარკვეული ლიმიტები, რომელიც დამოკიდებულია, მომხმარებელი Space-ის აპლიკაციაში კლიენტად არის რეგისტრირებული, თუ არა. არარეგისტრირებულ მომხმარებლისთვის P2P ტრანზაქციის მაქსიმალური ერთჯერადი ლიმიტი შეადგენს 50 ლარს, ხოლო დღიური ლიმიტი 200 ლარს. რეგისტრირებულ მომხარებლისთვის P2P ტრანზაქციის მაქსიმალური ერთჯერადი ლიმიტი შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო დღიური ლიმიტი - მაქსიმუმ 5,000 ლარს.

ტარიფები

Space-ის აპლიკაციიდან გადარიცხვა უფასოა, იმ შემთხვევაში თუ გადასარიცხი თანხა ნაკლებია ან ტოლია 50 ლარისა.

ხოლო თუ P2P გადარიცხვის თანხა აღემატება 50 ლარს, საკომისიო შეადგენს ფიქსირებულ 0.90 ლარს.

თანხის დაბრუნება

იმ შემთხვევაში, თუ მიმღები P2P გადარიცხვას არ დაადასტურებს 3 (სამი) კალენდრული დღის განმავლობაში, გამგზავნთან (თანხის გადამრიცხავთან) მოხდება თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების შემთხვევაში გამგზავნს გადარიცხვის საკომისიო (ასეთის არსებობისის შემთხვევში) არ უბრუნდება. თანხის დაბრუნების დროს გამგზავნი იღებს ინფორმაციას სმს შეტყობინების სახით.

Space სესხი

აღწერა

Space მომხმარებელს აძლევს საშუალებას დისტანციურად აიღოს სესხი პირადი მიზნებისთვის გამარტივებული პროცესით.

სესხის ძირითადი პირობები:
მსესხებელი: საქართველოს მოქალაქე;
მსესხებლის ასაკი: მინიმალური ასაკი - 20 წ. მაქსიმალური - სესხის ვადის ბოლოს 65 წ.
საპროცენტო განაკვეთი: წლიური 14%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: წლიური 15%
სესხის მიზნობრიობა: სამომხმარებლო
სესხის მინიმალური თანხა: 100 ლარი
სესხის მაქსიმალური თანხა: 25,000 ლარი
სესხის ვალუტა: ლარი
სესხის მინიმალური ვადა: 1 (ერთი) თვე
სესხის მაქსიმალური ვადა: 60 (სამოცი) თვე
საშეღავათო პერიოდი: არ დაიშვება
სესხის გაცემის საკომისიო: საკომისიოს გარეშე
პირგასამტეხლო სესხის წინასწარ დაფარვაზე: საკომისიოს გარეშე
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41%-სა)
შემოსავლის მინიმალური ოდენობა: 200 ლარი
დაფარვის სიხშირე: ყოველთვიურად
უზრუნველყოფა: არ მოითხოვება
საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საკომისიო: საკომისიოს გარეშე

გადახდები

აღწერა

Space-ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები საქართველოში ემიტირებული ნებისმიერი საბანკო ბარათით.

მობილური ბალანსის შევსება - უფასო;

კომუნალური გადასახადების გადახდა - უფასო;

არასწორად განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე შეგიძლიათ, მოითხოვოთ ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ არის გასული 40 დღეზე მეტი. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2711711 და შეგვატყობინოთ არასწორად შესრულებულ ოპერაციაზე შემდეგი სახის ინფორმაცია:

- გადახდის განსახორციელებლად მითითებული რეკვიზიტი (მაგ. პირადი ნომერი, აბონენტის ნომერი და ა.შ რაც იქნება შეყვანილი არჩეულ საგადახდო მომსახურებაზე);

- ჩარიცხული თანხის ოდენობა და მიმღების დასახელება, ვის სასარგებლოდაც მოხდა გადახდის მიღება.
;