ონლაინ QR განვადება სფეისში

ამ წინასაახალწლოდ ეს QR განვადება რაღა მოვიგონეთ? რა და ძალიან ბევრ სამეგობროში, რომ თამაშობ Secret Santa-ს და მთელი სანათესაოსთვის საჩუქრები გაქვს საყიდელი, მაგ პროცესის გამარტივებას შევეცადეთ.

როგორ მუშაობს ონლაინ QR განვადება

მოკლედ, შედიხარ ქართულ ონლაინ მაღაზიებში, არჩევ სასურველ ნივთს და ყიდულობ სფეის QR განვადებით.

ოპერაცია, როგორც გვჩვევია, მყისიერი, მარტივი და სრულად ციფრულია: • საიტზე შეარჩიე ნივთი • დააჭირე სფეისით გადახდას • აპლიკაციიდან გადაუღე QR კოდს • წამებში მიიღე პასუხი, რამდენი და რა პირობით დაგიმტკიცდა

რაც შეეხება პირობებს, ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე განსხვავება ეფექტურ და ნომინალურ პროცენტს შორის. ხშირად, გვეუბნებიან, რომ განვადება 0%-იანია და ამ დროს, დაფარული საკომისიოებით ეფექტური პროცენტი შეიძლება 30%-ზე ან მეტზე ავიდეს. ჩვენთან პირდაპირ ეფექტურ პროცენტს გეუბნებით, რომელიც 15%-დან 50%-მდე მერყეობს და დამოკიდებულია შენს საკრედიტო რეიტინგზე.

უფრო დეტალურად, სფეისის ტარიფების შესახებ, შეგიძლია წაიკითხო აქ. ამ ეტაპზე სფეის QR განვადებით ისარგებლებ შემდეგ მაღაზიებში:

ყოველდღიურად ემატება ახალი პარტნიორები.

მაინც რითია სფეის QR განვადება განსაკუთრებული?

პროცესი მთლიანად დისტანციურია და მომენტალური, არ გიწევს ფილიალში მისვლა ან თუნდაც კურიერის ლოდინი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად.

არ გიწევს ნერვიულობა დაფარულ საკომისიოებზე.

შემოსავლების დადასტურების უნიკალური ავტომატიზირებული პროცესი დავამატეთ, რომლის საშუალებითაც უბრალოდ ღილაკს აჭერ თითს და ჩვენ RS.GE-დან მოგვაქვს საჭირო ინფორმაცია. ბედნიერი შოპინგი და მრავალ ახალ სფეისს დავესწროთ ერთად!

გადმოწერე სფეისი

break;