ინტერნეტის გადახდა

გიფიქრია იმაზე, თუ როგორ გაიმარტივებდი კომუნალურების გადახდის პროცესს?

სფეისში ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე სულ რამდენიმე წამი საკმარისი უნდა იყოს, დაზოგილი დრო კი უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა დახარჯო. ჰოდა, ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, დავსვით კითხვები - მაინც რატომ არ უნდა შეგვეძლოს არსებული ფინანსური სერვისების გამარტივება იმდენად, რომ ამ რუტინაზე ნაკლები დრო და ენერგია დავხარჯოთ?

სფეისში შენ შეგიძლია, აკონტროლო შენი კომუნალური გადახდები მხოლოდ ერთი აპლიკაციიდან, სახლიდან გაუსვლელად და ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე.

თან, სულ არ არის აუცილებელი სფეის ბარათის შეკვეთა იმისათვის, რომ კომუნალურები გადაიხადო. უბრალოდ მიაბი ნებისმიერი ბანკის ბარათი და აირჩიე, რომელი კომუნალურის გადახდა გინდა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღითი დღე უფრო წარმოუდგენლად გვეჩვენება ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. მაგრამ ზოგჯერ ძალიან მარტივია, დაგავიწყდეს ინტერნეტის გადახდა, მაშინ როცა ცხოვრებაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებისთვის გჭირდება დრო და ენერგია. სწორედ ამიტომ, სფეისში გადავწყვიტეთ, გაგვემარტივებინა ეს პროცესი იმდენად, რამდენადაც ეს შეგვეძლო.

ინტერნეტის გადახდა და კომუნალურების კალათა

მათთვის ვისაც შოპინგი უყვარს, ნივთების ერთ კალათაში თავმოყრა ნაცნობი პროცესია - შერჩევის დროს ყველაფერს კალათაში ჩაყრი, ბოლოს კი ფულს ერთად გადაიხდი.

ასეთ კალათას სფეისის აპლიკაციაშიც მარტივად იპოვი: აირჩევ დენის, გაზის, ჯარიმის გადახდას თუ მობილურის ბალანსის შევსებას და ყველაფერს კალათაში მოაქცევ, ბოლოს კი კომუნალურების ჯამურ თანხას გადაიხდი.

რაც შეეხება საკომისიოებს, აქციის ფარგლებში კომუნალურებს სრულიად უფასოდ გადაიხდი. მხოლოდ ერთი გამონაკლისი გვაქვს, ენერგო პროს საფასურის გადახდისას საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეს რომ სფეისით შეგიძლია შენს გრაფიკს მოარგო ყველაზე რუტინული პროცესები, თავად დაგეგმო კომუნალურების გადახდა და მიიღო მომსახურება 24/7-ზე.

გადმოწერე სფეისი

break;