გაზის გადახდა

ცხოვრებაში არსებობს რუტინა, რომლის შესრულებაც სისტემატურად გვიწევს, გასაკვირი არ იქნება, თუ კომუნალურების გადახდა შენთვისაც უინტერესო პროცესების სიაშია. სფეისში ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვემარტივებინა ეს საქმე და კომუნალურების გადახდის ყველაზე მარტივ მეთოდს მივაგენით.

თუ გაზის გადასახადის დაფარვა გინდა

თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვს და თან გაზის გადასახადიც შენი დასაფარია, სფეისით სულ რამდენიმე წამში მოიშორებ ამ პრობლემას და დროსაც დაზოგავ.

ჩვენი აპლიკაციით ყველა კომუნალურის დაფარვას შეძლებ, აღარ მოგიწევს სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება ჯარიმის, გაზის, დენის ან მობილურის ბალანსის შესავსებად.

ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ სფეისის აპლიკაცია გაძლევს საშუალებას, კომუნალურების განმეორებითი გადახდისას შაბლონები გამოიყენო. როგორ შეგიძლია შაბლონის შენახვა? მონიშნე სასურველი ტრანზაქცია ვარსკვლავით და შაბლონიც შენახულია.

გაზის გადახდა და კომუნალურების კალათა

მათთვის ვისაც შოპინგი უყვარს, ნივთების ერთ კალათაში თავმოყრა ნაცნობი პროცესია - შერჩევის დროს ყველაფერს კალათაში ჩაყრი, ბოლოს კი ფულს ერთად გადაიხდი.

ასეთ კალათას სფეისის აპლიკაციაშიც მარტივად იპოვი: აირჩევ დენის, გაზის, ჯარიმის გადახდას თუ მობილურის ბალანსის შევსებას და ყველაფერს კალათაში მოაქცევ, ბოლოს კი კომუნალურების ჯამურ თანხას გადაიხდი.

რაც შეეხება საკომისიოებს, აქციის ფარგლებში კომუნალურებს სრულიად უფასოდ გადაიხდი. მხოლოდ ერთი გამონაკლისი გვაქვს, ენერგო პროს საფასურის გადახდისას საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეს რომ სფეისით შეგიძლია შენს გრაფიკს მოარგო ყველაზე რუტინული პროცესები, თავად დაგეგმო კომუნალურების გადახდა და მიიღო მომსახურება 24/7-ზე.

გადმოწერე სფეისი

break;