Tanxis gadaricxva

სფეისში ვფიქრობთ, რომ შენი ყოველდღიური ბანკინგი უნდა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფი.

ჩვენც სხვადასხვა ფინანსური სერვისის მომხმარებლები ვართ და სულ გვაწუხებდა ის, რომ ბევრ რამეს ისე ვერ ვაკეთებდით, როგორც გვინდოდა. როცა ჩვენ თვითონ დავიწყეთ სფეისზე მუშაობა, დავსვით კითხვები. მათ შორის კი ისიც: რატომ უნდა სჭირდებოდეს მეგობართან ფულის გადარიცხვას ბევრი დრო ან ლოდინი, როდის დადგება სამუშაო დრო?

კითხვების დასმის მერე კი ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდექით საქმეს. სფეისში შეგიძლია მეგობარს თანხა გადაურიცხო საბანკო ანგარიშით. ან თუ არ იცი მისი ანგარიშის ნომერი, უბრალოდ ჩაწერო მისი მობილურის ნომერი ან გამოიყენო ნებისმიერი მესენჯერი გადასარიცხად. მონიშნე მეგობარი და ძალიან მარტივად გაუშვი ფული მისკენ. ადრესატი მიიღებს ბმულს და თანხა მისთვის სასურველ ბარათზე სულ რამდენიმე წამში დაჯდება.

არ დაგავიწყდეს, რომ სფეისის აპლიკაციას შეგიძლია მიაბა შენი ნებისმიერი ბარათი. გვინდა, მეტი თავისუფლება და სივრცე მოგცეთ. 5 ბარათი გაქვს? მიაბი ხუთივე და შეასრულე სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ნებისმიერი ბარათიდან.

აქვე უნდა გითხრათ, რომ ხანდახან ფულის ასახვას ანგარიშზე 3 სამუშაო დღემდე სჭირდება. მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეგიძლია თანხის განაღდება ბანკომატიდან, ონლაინ შოპინგი და ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა.

არ დაგავიწყდეს, რომ 50 ლარის ჩათვლით გადარიცხვა უფასოა, 50-ს ზემოთ კი ფიქსირებული 90 თეთრია საკომისიო. და ბოლოს, გახსოვდეს, რომ სფეის 24/7 -ზე შენთანაა და ამიტომ, საათის დახედვისა და კვირის დღის შემოწმების გარეშე, შეგიძლია გადარიცხო თანხა და ის მომენტალურად დაჯდება ნებისმიერი ბანკის ბარათზე.

გადმოწერე სფეისი

break;