gadaricxva

ფულის გადარიცხვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ლანჩი გამოიძახეთ ერთად თანამშრომლებმა და ფული გაქვს ჩასარიცხი ან მეგობარს ყიდულობთ საჩუქარს და თანხას იყოფთ ან მეგობარმა რაგბის ორი ბილეთი იყიდა და გინდა, შენი წილი უკან დაუბრუნო და ასე უსასრულოდ.

სფეისში გვგონია, რომ თანხის გადარიცხვა ისევე სწრაფი უნდა იყოს, როგორც შენი საფულიდან ფულის ამოღება და ვინმესთვის მიცემა. ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცესს კი ბევრი რამ ართულებს ხოლმე - თუ შენ და შენი მეგობარი სხვადასხვა ბანკის მომხმარებლები ხართ, უნდა ელოდოთ სამუშაო საათებს, რომ ფული ანგარიშზე დაჯდეს და უნდა იცოდე ბევრნიშნა ანგარიშის ნომერი, რომ ფული გადაურიცხო.

სფეისში აღარაა აუცილებელი მიმღების საბანკო ანგარიშის ცოდნა. ჩვენი აპლიკაციით ძალიან მარტივად შეგიძლია გადარიცხო მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით. მიმღები კი თავად აირჩევს, რომელ ბარათზე ურჩევნია, რომ დაისვას ფული. და, რაც მთავარია, თანხა ანგარიშზე მომენტალურად ჯდება. აქვე გეტყვით, რომ ხანდახან ფულის ასახვას ანგარიშზე 3 სამუშაო დღემდე სჭირდება. მიუხედავად ამისა, თავისუფლად შეგიძლია თანხის განაღდება ბანკომატიდან, ონლაინ შოპინგი და ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა.

რამდენიმე ბანკის კლიენტი ხარ?

სფეისში გვინდა, რომ მეტი თავისუფლება მოგცეთ, ამიტომ მიაბი შენი ყველა ბარათი სფეის აპლიკაციას და შეასრულე სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ნებისმიერი ბარათიდან. არ დაგავიწყდეს, რომ 50 ლარის ჩათვლით გადარიცხვა უფასოა, 50-ს ზემოთ კი ფიქსირებული 90 თეთრია საკომისიო. გახსოვდეს, რომ სფეის 24/7 -ზე შენთანაა და ამიტომ, საათის დახედვისა და კვირის დღის შემოწმების გარეშე, შეგიძლია გადარიცხო თანხა და ის მომენტალურად დაჯდება ნებისმიერი ბანკის ბარათზე. დაივიწყე არასამუშაო დღეებში ბანკებს შორის გაჭედილი ფული, როცა ფული ამ წამს გჭირდება. სფეისით ფულის გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში მყისიერად შეგიძლია.

სფეის Onlain Sesxebi 24/7-ზე

გადმოწერე სფეისი

break;