თანხის გადარიცხვა ანგარიშზე

მარტივი არ არის, ცხოვრების რიტმს ფეხი აუწყო მაშინ, როდესაც გარშემო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია. მუდმივად გრძნობ დროის დეფიციტს, გინდა, რაც შეიძლება მალე გააკეთო საინტერესო თუ რუტინული საქმეები და ყველაფერი მოასწრო. სფეისშიც სწორედ ამაზე ვმუშაობთ, გადავწყვიტეთ თანხის გადარიცხვის და სხვა მოსაწყენი საბანკო ოპერაციის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზები შემოგთავაზოთ.

ალბათ შენც არაერთხელ გქონია შემთხვევა, როცა მეგობრებთან ერთად გასართობად წასულს ქეში დაგაკლდა და მისთვის ფულის გადარიცხვა დაგჭირვებია. ან იქნებ კინოს ბილეთებს მეგობრები ერთად ყიდულობთ და თანხის გადარიცხვა გინდა. მაშინ შეგიძლია სფეისის იმედი გქონდეს, ჩვენი აპლიკაცია დაგეხმარება თანხა ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე მომენტალურად გადარიცხო.

სფეის Onlain Sesxebi 24/7-ზე

გადარიცხვისას ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესი ანგარიშის ნომრის შეყვანაა, ჰოდა სფეისით აღარაა აუცილებელი მიმღების ანგარიშის ნომრის ცოდნა. უბრალოდ გადარიცხე ფული მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით, ადრესატი კი იმ ბარათს აირჩევს, რომელზეც თანხის დასმა უნდა. ფული კი ანგარიშზე მყისიერად დაჯდება.

არ დაგავიწყდეს, რომ სამუშაო დღეებზე შეზღუდვა ჩვენთან არ არსებობს, დაივიწყე დაგვიანებული ტრანსფერი და თანხის მომდევნო სამუშაო დღეს დაჯდომა. სფეისთან ერთად, შეგიძლია, აღარ იდარდო შაბათ-კვირის დადგომასა და ბანკებს შორის გაჭედილ ფულზე. სფეისით ფულის გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში, კვირის ნებისმიერ დღესა და საათში, თანაც მყისიერად ხორციელდება.

გადმოწერე სფეისი

break;