თანხის გადარიცხვა

სფეისში მუდმივად ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ყოველდღიური ბანკინგი უფრო მარტივი და სწრაფი გავხადოთ.

აპლიკაციაზე მუშაობისას ჩვენთვის უმთავრესია, განვსაზღვროთ რა პრობლემა შეიძლება გაწუხებდეს და მოვძებნოთ მისი გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზები. ისევე, როგორც შენ ჩვენც ძალიან ვიყენებთ სხვადასხვა ფინანსურ სერვისს და ყოველთვის გვაწუხებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვა. ვერასდროს ვხვდებოდით, რატომ არის საჭირო ფულის გადასარიცხად ამდენი დრო, ან რა მნიშვნელობა აქვს კვირის რომელ დღეს გადარიცხავ თანხას?

ჰოდა, ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიური მუშაობა დავიწყეთ. დღეს სფეისის აპლიკაციით მეგობართან ანგარიშის ნომრით თანხის გადარიცხვა სულ რამდენიმე წამში შეგიძლია. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, ან უბრალოდ არ გაქვს საკმარისი დრო ბევრნიშნა საბანკო ნომრის შესაყვანად, თანხას მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერის საშუალებითაც მომენტალურად გადარიცხავ.

მას შემდეგ, რაც მეგობარს მონიშნავ, ის მიიღებს ბმულს და აირჩევს ბარათს რომელზეც უნდა ფული დაისვას. სულ ესაა.

აქვე, შეგახსენებ რომ სფეისის აპლიკაციას ნებისმიერი ბარათი შეგიძლია მიაბა, მარტივად მართო ისინი ერთ სივრცეში და ყველა ტიპის საბანკო ოპერაცია შეასრულო.

არ დაგავიწყდეს, რომ ხანდახან ფულის ანგარიშზე ასახვას 3 სამუშაო დღე შეიძლება დასჭირდეს, თუმცა შენ მაინც თავისუფლად შეძლებ თანხის ბანკომატიდან განაღდებას, მის ბარათებს შორის გადარიცხვას და ონლაინ შოპინგს.

ასევე იმასაც შეგახსენებ, რომ სფეისით 50 ლარის ჩათვლით თანხის გადარიცხვა უფასოა, ხოლო თუ 50 ლარზე მეტის გადარიცხვას გადაწყვეტ, ამ შემთხვევაში საკომისიო 90 თეთრი იქნება. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, სფეისში შენთვის 24/7-ზე ვმუშაობთ, ასე რომ თანხის გადარიცხვა ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია.

გადმოწერე სფეისი

break;