UX დიზაინერი

შეავსე აპლიკაცია
uiuxdesigner
დაბრუნება


სფეისში ვეძებთ UX დიზაინერს.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

UX დიზაინერს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • 2 წელზე მეტი გამოცდილებით თანამედროვე დიჯიტალ პლატფორმების (ვებ, მობილური აპლიკაციები) მომხმარებლის გამოცდილების (UX) დიზაინში;
  • კონცეპტუალური ხედვით, ვიზუალური კომუნიკაციის უნარით, სკეტჩებისა და პროტოტიპების მომზადების ტექნიკების ცოდნით;
  • ინფორმაცის ორგანიზების და სტრუქტურიზების ბაზისების ცოდნით (Information Architecture)
  • შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნით: Sketch, In Vision და სხვა მსგავსი პროგრამები;

რას გააკეთებ?

  • უმთავრესი ამოცანაა უნიკალური და საუკეთესო გამოცდილების (UX) შექმნა მომხმარებლისთვის;
  • პროდუქტის ყოველი ახალი ფუნქციის ამოცანის მფლობელებთან ერთად განხილვა და ოპტიმალური მომხმარებლის გზის (user journey) და სტრუქტურის შექმნა;
  • Wireframe-ბისა და პროტოტიპების შექმნა;
  • მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დიზაინერთან ერთობლივი მუშაობა დიზაინის შესამუშავებლად;
  • მომხმარებლების კვლევისა და პროდუქტის გამოყენების ტესტირება და შემდგომი ანალიზი (Usability Lab-ის გამართვა);
  • პროდუქტის განვითარების ხედვისა და სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების კვლევა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, გაზიარება;

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • მომხმარებლის ინტერფეისების დიზაინის შექმნის გამოცდილება
  • Usability ტესტირების პრაქტიკების ცოდნა
შეავსე აპლიკაცია
ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება