ბიზნეს ანალიტიკოსი

შეავსე აპლიკაცია
uiuxdesigner
დაბრუნება


სფეისში ვეძებთ ბიზნეს ანალიტიკოსს.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ?

ბიზნეს ანალიტიკოსს:

  • რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
  • ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
  • აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • აქვს ნათლად და ლაკონურად წერისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

რას გააკეთებ?

  • მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
  • შეაგროვებ მოთხოვნებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან, მათგან მოწოდებული დოკუმენტების ანალიზისა და ინტერვიუების საშუალებით
  • შეგროვებული მოთხოვნების საფუძველზე შექმნი User Story-ებს, ბიზნეს პროცესის დიაგრამებსა და მომხმარებლის ინტერფეისის დეტალურ აღწერას
  • შეათანხმებ User Story-ებისა და ფუნქციონალურ სპეციფიკაციებს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
შეავსე აპლიკაცია
ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება