დაბრუნება

50 მიზეზი, რატომ უნდა სცადო სფეისი

რადგან ამ ბლოგს კითხულობ, ესე იგი სიახლეების ისეთივე მოყვარული ხარ, როგორიც ჩვენ და შეიძლება საერთოდ არ გჭირდებოდეს მიზეზები, რომ რაღაც ახალი ნახო, სცადო. მაგრამ ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც დღემდე კინოს ბილეთების რიგში დგას, ტაქსის ხელის დაქნევით აჩერებს და სასტუმროს დასაჯავშნად ტურისტულში რეკავს.

ჰოდა, როცა მორიგი მცდელობა გექნება, შენი მეგობარიც აზიარო ცივილიზაციის მიღწევებს, ეს 50 მიზეზი დაგეხმარება აუხსნა, რატომ უნდა გახდეს სფეისელი სასწრაფოდ. მერე ისიც დაისვენებს, შენც და ჩვენც.

1.მხოლოდ სფეისში შეგიძლია ანგარიშის გახსნა დისტანციურად 2 წუთში.

2.სფეისში არ არსებობს არასამუშაო საათი, ყველა მომსახურება 24/7-ზეა.

3.სფეისში შეგიძლია მიაბა შენი ყველა ბანკის ბარათი და მართო ისინი ერთ სივრცეში.

4.მხოლოდ სფეისში გადარიცხავ ფულს როცა გინდა, როგორც გინდა - მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით და ფული ნებისმიერი ბანკის ბარათზე მომენტალურად ჯდება, დღისით და ღამით.

5.უბრალოდ გახსენი შენი ბანკის ფინანსური აპლიკაცია, დააკვირდი პირველ გვერდს. შემდეგ გახსენი სფეისი. ალბათ ესეც საკმარისი უნდა იყოს, იმისთვის, რომ შემდეგი 45 მიზეზი აღარ დაგჭირდეს. მაგრამ, მაინც...

6.სესხის აღებისთვის სფეისში დაგჭირდება 30 წამიდან 5 წუთამდე.

7.შემოსავლებს ადასტურებ თითის ერთი დაჭერით.

8.მობილურის ნომრით და მესენჯერით გადარიცხვა უფასოა 50 ლარის ჩათვლით. 50 ლარს ზემოთ იხდი ფიქსირებულ 90 თეთრს ნებისმიერ თანხაზე.

9.თუ გინდა ვაიბერით ან მეილით გადარიცხე. მიმღები არ არის აუცილებელი იყოს სფეისის მომხმარებელი. თანხას მაინც მიიღებს.

10.შეგიძლია მიაბა შენი ბარათები და რიცხო ბარათებს შორის უმარტივესად. ფული მყისიერად ჯდება ბარათზე 24/7.

11.სფეისში p2p გადარიცხვის ერთჯერადი ლიმიტია 1500 ლარი.

12.ასევე p2p გადარიცხვის ყოველდღიური ლიმიტია - 5000 ლარი.

13.თუ ტრადიციული გადარიცხვა გირჩევნია, შეგიძლია ანგარიშის ნომრით გადარიცხვა.

14.ანგარიშის ნომრით გადარიცხვის ერთჯერადი ლიმიტია - 25,000 და ყოველთვიური - 30,000.

15.მეგობართან გადარიცხვისას მიაყოლე შეტყობინება და გიფი. ვინ თქვა, რომ ფინანსების მართვა მოსაწყენია?

16.სფეის ბარათს უკვეთავ უფასოდ და მოგვაქვს იქ, სადაც გვეტყვი.

17.ბარათს არ აქვს საკომისიო საერთოდ. თიბისის, ვითიბის, ხალიკ, ბაზის ბანკის ბანკომატებშიც უფასოდ გაანაღდებ ფულს.

18.მხოლოდ სფეისში შეგიძლია სფეის სტიკერი გქონდეს ბარათის გარეშე და გაანაღდო უფასოდ. დააკარი მობილურს და იხადე მარტივად.

19.გინახავს ბარათი სავაჭრო აპარატებში? სფეის სტიკერი იქაც დაგხვდება, ჩამოაგდებ და მიაბამ აპლიკაციას უმარტივესად.

20.სფეის სესხი შეგიძლია დაისვა ნებისმიერი ბანკის ბარათზე.

21.ასევე ნებისმიერი ბანკის ბარათიდან შეგიძლია დაფარო სესხი.

22.ნებისმიერ დროს შეგიძლია დაიმატო სესხი.

23.გადახდის დღეს ირჩევ შენით.

24.შემოსავლად გეთვლება ყველაფერი: ხელფასი, იჯარა, მომსახურების ანაზღაურება, გზავნილი.

25.სესხი შეგიძლია აიღო 48 თვემდე ვადით.

26.ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური ეფექტური 13%-დან 50%-მდეა და ითვლება ინდივიდუალურად საკრედიტო ისტორიის, შემოსავლებისა და სხვა ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით.

27.ყველაფერი ხდება სრულად დისტანციურად და ავტომატურად და არ გიწევს კრედიტ ოფიცრისთვის გულის გადაშლა.

28.სფეისში სესხს იღებ ყველაზე სწრაფად და თან შენს საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად არ აისახება, რადგან იღებ ჩვეულებრივ - ბანკის სესხს.

29.სფეისში არ შეგხვდება არც ერთი დაფარული საკომისიო.

30.წინსწრებით მოგინდება დაფარვა? 0%-ია საკომისიო.

31.გატანა გინდა? 0%-ია საკომისიო.

32.სესხის დაზღვევა? არც ეს და არც მსგავსი უცნაური გადასახადები.

33.სფეის ბარათით შეგიძლია 15,000 ლარამდე გაანაღდო 24 საათში.

34.შეამოწმე სესხის ლიმიტი მაქსიმალური 25,000 ლარის მოთხოვნით და მომენტალურად გაიგე, რამდენი დაგიმტკიცდება, როცა დაგჭირდება. მშვიდად იქნები.

35.დააშაბლონე და გადაურიცხე მეგობარს ფული თითის ერთი დაჭერით.

36.გადაიხადე კომუნალურები საკომისიოს გარეშე.

37.კომუნალურებიც შეგიძლია დააშაბლონო და ჩაყარო კალათაში, რომ ერთი დაჭერით გადაიხადო.

38.ისარგებლებ მუდმივად ახალი და საინტერესო შეთავაზებებით, საჩუქრებით და ფასდაკლებებით.

39.აპლიკაციის პირველ გვერდზე დაგხვდება მხოლოდ ის, რაც აუცილებელია: პლუსი - თანხის დასამატებლად, მინუსი - გადარიცხვებისა და გადახდებისთვის.

40.პირველ გვერდზევე ჩანს შენი ბალანსი და მასზე დაჭერით იხილავ ტრანზაქციების ისტორიას.

41.ამოსქროლე ქვედა გვერდი და თითის ერთი დაჭერით დაუკოპირე შენი ანგარიშის ნომერი.

42.ისარგებლე სრულად დისტანციური განვადებით. შეარჩიე ნივთი პარტნიორ ონლაინ მაღაზიაში, დაასკანერე QR კოდი და მომენტალურად მიიღე პასუხი განვადებაზე.

43.არასდროს, არასდროს აღარ მოგიწევს ბანკში მისვლა.

44.თუ დახმარება დაგჭირდა, მოგვწერ ან დაგვირეკავ დღის და ღამის ნებისმიერ დროს და მომენტალურად გიპასუხებთ.

45.სულ ერთია, სად ხარ, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბანკი ჯიბეში გიდევს.

46.რამე არ მოგეწონა ან გინდა, რომ დავამატოთ? მოგვწერ და დარწმუნებული იყავი, რომ წავიკითხავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ, თუ ვერა, ვინერვიულებთ მაინც.

via GIPHY

47.ჩვენ არ დაგელაპარაკებით გაუგებარი და დამაბნეველი საბანკო ტერმინებით.

48.მომავალი გარდაუვალია და ადრე თუ გვიან, მოგიწევს ამ ინოვაციური მომსახურების ათვისება და ბარემ იყავი ერთ-ერთი პირველი და გაიმარტივე ცხოვრება უფრო ადრე.

49.თუ აქამდე ჩამოხვედი, ესე იგი, მართლა ჩვენიანი ხარ და მოდი ჩვენს სრულად ციფრულ სათაო ოფისში, სადაც მომხმარებლებიც და თანამშრომლებიც ერთად ვზრუნავთ სფეისის განვითარებაზე:

50.უბრალოდ სცადე და ნახავ.

გამოთვალე სავარაუდო საკრედიტო ლიმიტი სფეისის ონლაინ სესხის კალკულატორით

 

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;