დაბრუნება

9 იდეა - როგორ აღნიშნო დაბადების დღე განსხვავებულად და იაფად

birthday saceman

შენი დაბადების დღე კარს მოგადგა და გინდა თუ არა, გეფიქრება, რა უნდა გააკეთეო ამ დღეს. თან ფიქრობ, რამე სიახლე შეიტანო, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი გახდეს. მაგრამ ამ ყველაფრისთვის დიდი ბიუჯეტიც არ გემეტება. ამ ბლოგში წაიკითხავ 9 იდეას, როგორ შეგიძლია დაბადების დღე აღნიშნო განსხვავებულად და თან შეზღუდული ფინანსური რესურსებით.

1.იყავი კულინარი

თუ სამზარეულოში ტრიალი გიყვარს, შეგიძლია შენს დაბადების დღეზე ის კერძი მოამზადო, დიდი ხანია შორიდან რომ უყურებ, მაგრამ ვერ მოიცალე რომ გაგეკეთებინა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ისეთი გამოვიდა, როგორსაც ელოდი, მეგობრებს თავს მოაწონებ შენი კულინარიული შესაძლებლობებით, თუ არადა საჭმლის გამოძახებასაც არაფერი უდგას წინ. თან, თუ სფეის ბარათით გამოიძახებ საჭმელს ან გადაიხდი კვების ნებისმიერ ობიექტში, გადახდილი ფულის 5% - ს უკან მიიღებ.

via GIPHY

2. მოაწყვე კინოჩვენება

ღია ცის ქვეშ კინოჩვენებაზე რას იტყოდი? სახურავზე ან თუნდაც სადმე ბუნებაში. ამისთვის ცარიელი კედელი და პროექტორი დაგჭირდება, რომელიც შეგიძლია ითხოვო შენი მეგობრებისგან ან იქირაო ერთი დღით. სტუმრებს უთხარი, რომ სასუსნავები წამოიყოლონ და სულ ეგ არის. ფილმის, ადგილის და განწყობის შექმნა უკვე შენზეა.

via GIPHY

3.თუ სამაგიდო თამაშები გიყვარს

თუ სამაგიდო თამაშები გიყვართ შენ და შენს სამეგობროს, ბევრი ფიქრი აღარ გინდა. მოაგროვე საინტერესო სამაგიდო თამაშები, მოიფიქრე ორიგინალური და სიმბოლური პრიზები გამარჯვებულისთვის. სასუსნავები აქაც არ იქნება ზედმეტი.

via GIPHY

4.მოიწყვე ლაშქრობა

ლაშქრობის მოყვარულებს ჩვენგან ალბათ არ ესწავლებათ, მაგრამ მაინც - მშვენიერი საჩუქარია შენ გარშემო ბუნება, მეგობრები და ყოველდღიურობისგან მოწყვეტა. ერთი ზურგჩანთა (მხოლოდ საჭირო ნივთებით) და ეგ არის. თუ დაბადების დღე შაბათ - კვირას დაემთხვა, კარვებსაც შეგიძლია დაავლო ხელი და გაიხანგრძლივო დღესასწაული.

via GIPHY

5.გახდი მოხალისე

ბოლოს როდის იყავი მოხალისე? შენს დაბადების დღეზე სხვებზე ზრუნვის იდეა თუ გხიბლავს, შეგიძლია მოიძიო არაერთი ორგანიზაცია, რომელსაც ერთი დღით უანგაროდ დაეხმარები და იზრუნებ გარემოზე, ადამიანებსა თუ ცხოველებზე.

via GIPHY

6. სცადე რამე ექსტრემალური

როდის გადალახე ბოლოს შიში? თუ დიდი ხანია, გინდა სცადო საჰაერო ბუშტით ფრენა, პარაგლაიდინგი, ჯომარდობა, და ა.შ., შეიძლება შენი დაბადების დღე ზუსტად ეს დროა, რომ რაღაც ექსტრემალური სცადო. თან ეს დაბადების დღე აუცილებლად დაგამახსოვრდება.

via GIPHY

7.ისიამოვნე მარტო ყოფნით

არაფერია უცნაური იმაში, თუ მარტო გინდა დაბადების დღის გატარება. დაუთმე მთელი დღე შენს თავს, გაეთავისუფლე სამსახურიდან ერთი დღით, ისეირნე, წაიკითხე, მუსიკას მოუსმინე, აუზზე წადი. მოკლედ, გააკეთე ის, რაც გაბედნიერებს.

via GIPHY

8.აჩუქე ძველი ნივთები სხვებს

თუ გარდერობში ისეთი ტანსაცმელი დაგიგროვდა, რომელიც ბოლო ერთი წლია არ ჩაგიცვამს, მგონი დროა დაფიქრდე, რამდენად გჭირდება ისინი. გარდერობის განახლება ყოველთვის არ ნიშნავს ახალი ტანსაცმლის ყიდვას - ძველი ნივთების გაჩუქებაც, რაღაც მხრივ განახლებაა არა? თან წარმოიდგინე, როგორ გაახარებ სხვებს და თან შენს თავს აჩუქებ მეტ სივრცეს გარდერობსა თუ სახლში.

via GIPHY

9. მოიგე ფული დაბადების დღეზე

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი ეკონომიური რომ არის, დაგვეთანხმები. მაგრამ სფეისის გადმოწერა უფასოსთან ერთად, სარგებლიანიაცაა - სრულად უფასოდ იწერ აპლიკაციას და უფასოდვე უკვეთავ სფეის ბარათს. სფეის ბარათით გადახდით შეგიძლია მოიგო 150 ლარამდე ყოველ პარასკევს. ჰო, არ დაგავიწყდეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდისას გადახდილი ფულის 5% - ს იბრუნებ უკან. მოკლედ, სფეისისგან შეგიძლია ყოველდღე დასაჩუქრდე ფულით, მათ შორის შენს დაბადების დღეზეც.

მოიგე ფული დაბადების დღეზე

gamification-packshot-gg (1)

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;