დაბრუნება

აი, თვის ბოლოც მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის დღესთან ერთად, კომუნალურების გადახდის თარიღიც ახლოვდება.

მაგრამ ალბათ ერთხელ მაინც გამოგიცდია, რა შედეგი აქვს ამ საქმის გადადებას და შემდეგ მივიწყებას. აღარ გავადრამატულებთ და აღარ ვიტყვით, რომ მერე ითიშება დენი, აღარ არის გაზი და ბონუსად ჯარიმის გადახდაც გიწევს.

ეს ყველაფერი იქით და აი, შენ ხომ ზუსტად იცი, როგორ ისურვებდი კომუნალურის გადახდას? სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად და საკომისიოების გარეშე, არა?

როგორია კომუნალურების გადახდა იდეალურ სამყაროში?

აი თითქოს ხელებით რკალს კრავ, აქა-იქ მიმოყრილ ნივთებს ერთად აგროვებ, წარმოსახვით კალათაში ყრი და თვალის დახამხამებაში გადახდილი გხვდება ყველაფერი.

ზუსტად ასე გამოიყურება სფეისში გადახდის პროცესი.

მაინც როგორ?

იმაზე მარტივად, ვიდრე წარმოგიდგენია. შედიხარ სფეის აპლიკაციაში, აჭერ მინუს ნიშანს და ირჩევ გადახდას. შემდეგ კი სასურველ სერვისს მონიშნავ იმის მიხედვით, რა გაქვს გადასახდელი. გადახდისას იქვე დააშაბლონებ.

როგორ შექმნა შაბლონი?

პირველი გადახდის დროს უბრალოდ მონიშნე ვარსკვლავის ღილაკი და შენი გადახდა შაბლონის სახით შეინახება. მომავალში შეგიძლია, ნებისმიერ დროს დაამატო, დაარედაქტირო ან წაშალო შაბლონი.

კომუნალურების კალათა

თუ ფიქრობ, რომ ამაზე მეტად როგორ უნდა გაგვემარტივებინა გადახდის პროცესი, შემდეგი წინადადებაც წაიკითხე. ჩაყარე შენი შაბლონები ჩვენს წარმოსახვით კალათაში და თითის ერთი დაჭერით გადაიხადე ყველაფერი.

რისი გადახდა შეგიძლია სფეისით?

არ ვიქნებით თავმდაბლები და ვიტყვით, რომ მრავალფეროვანი კატეგორიები სფეისის ძლიერი მხარეა - რიცხვები თუ გიყვარს, 150 - ზე მეტი სერვისი გვაქვს. თან ყოველდღიურად ახალ-ახალ სერვისს ვამატებთ და არც სფეის აპლიკაციიდან და არც სახლიდან გასვლა გჭირდება კომუნალურების გადასახდელად.

სფეისის გადახდების კატეგორიაში დაგხვდება:

  • მობილური ბალანსის შევსება/პაკეტების ყიდვა
  • კომუნალური გადასახადები
  • ინტერნეტის/ტელეფონის/ტელევიზიის გადახდა
  • საბანკო და სადაზღვევო სერვისები
  • მიკროსაფინანსოს გადახდები
  • ამანათები
  • განათლება - სწავლის საფასურის გადახდა
  • ტრანსპორტი - პარკინგი და პატრულის ჯარიმები
  • სხვადასხვა -  ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, შედი აპლიკაციაში და შენ თვითონ აღმოაჩინე, რა გვაქვს ამ კატეგორიაში 😊

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ დავამატეთ iTunes-ის და Apple Store-ის ვაუჩერის ყიდვის შესაძლებლობა.

და საკომისიო?

სწრაფი, კომფორტული და მომენტალური, ყოველთვის არ ნიშნავს ძვირს. კომუნალურების გადახდისას თუ სფეის ბარათს აირჩევ, არც ერთი ზედმეტი თეთრის გადახდა არ მოგიწევს. მოკლედ, როცა საქმე სფეისს ეხება, არ ვცნობთ არც დაფარულ და არც დაუფარავ საკომისიოებს.

ხომ გახსოვს, რომ სფეისში შეგიძლია შენს ნებისმიერი ბანკის ბარათს ერთ სივრცეში მოუყარო თავი? ერთ ბარათზე არ გაქვს საკმარისი ფული შენი ყველა გადახდისთვის? გამოიყენე სხვადასხვა ბარათი სხვადასხვა გადახდის დასაფარად. სფეისში შეგიძლია ყველა შენი ბარათი ერთ აპლიკაციას მიაბა და აირჩიო, რომლით რას გადაიხდი.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;