დაბრუნება

baratis-blogis-coveriArtboard-1-copy

განაახლე აპლიკაცია და დაიბრუნე ფული სფეის ბარათით გადახდისას

დაგიბრუნდით განახლებული სფეისით!

სფეისის ყოველი განახლება იწყება შენთვის უკვე კარგად ნაცნობი სიტყვებით - „გვთხოვე და შევასრულეთ”. ამჯერად სფეის ბარათს შევძინეთ სრულიად ჯადოსნური ფუნქცია - ქეშბექი.

ის კი უკვე იცი, რომ სფეის ბარათი უფასოა და უკვეთავ აპლიკაციიდან, მოაქვთ ჩვენს პილოტებს ნებისმიერ მისამართზე, ანაღდებ ფულს უფასოდ ოთხი ბანკის ბანკომატში და იყენებ ყველგან სადაც ტერმინალია და ონლაინ შოპინგისას. მაგრამ ის ჯერ არ იცი, რომ სფეის ბარათით შეგიძლია ყოველ დღე მიიღო ფული.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სფეის ბარათის მენიუს:

დაიბრუნე ფული ყოველდღე

დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდისას, თანხის 5% უკან დაგიბრუნდება.

როგორ?

უბრალოდ იხდი სფეის ბარათით და სულ ეს არის. ისევე, როგორც ყველაფერი სფეისში, ჩვენი ქეშბექიც არის მარტივი და მომენტალური. შენს 5% -ს იბრუნებ გადახდისთანავე. ჩვენთან არ მოგიწევს პარტნიორი ობიექტების სიის ძებნა და შენი ვახშმის სხვის გემოზე დაგეგმვა. უბრალოდ იხდი ნებისმიერ კაფეში, რესტორანში, ბარში, მათ შორის ვოლტისა და გლოვოს მომსახურებით სარგებლობისას და ფული გიბრუნდება უკან.

აქვს თუ არა ქეშბექს ლიმიტი?

აქვს. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი თვეში 100 ლარია. ეს ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში, თუ შენ მიერ დაგროვილი ქეშბექი 100 ლარს მიაღწევს, ამავე თვეში გადახდილ თანხაზე მეტი ფული უკან აღარ დაგიბრუნდება.

მიიღე ფული ყოველ პარასკევს

წინა ბლოგში უკვე მოგიყევით, როგორ შეგიძლია მოიგო 150 ლარამდე ფული ყოველ პარასკევს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ქეშბექის გარდა, სფეის ბარათით ნებისმიერ ობიექტში ან ონლაინ შოპინგის დროს გადახდისას აგროვებ ვარსკვლავებსაც, რომელიც პარასკევობით ზუსტად 18:00 - ზე ფულად იქცევა.

როგორ შეუკვეთო სფეის ბარათი?

თუ ამას კითხულობ, ალბათ უკვე გადაწყვიტე სფეს ბარათის შეკვეთა. ან თუ უკვე გაქვს სფეის ბარათი, გააქტიურების დროა. სფეის ბარათს უკვეთავ პირდაპირ აპლიკაციიდან, თითის სულ რამდენიმე დაწკაპუნებით - აი, ასე:

სფეისის პილოტები ბარათს მოგიტანენ შენთვის სასურველ მისამართზე უფასოდ. ბარათთან ერთად მიიღებ მისი გააქტიურების ინსტრუქციასაც, რომელიც იმდენად მარტივია, რომ სიტყვა ინსტრუქცია ხმამაღალი ნათქვამია. ბარათის გასააქტიურებლად აპლიკაციის მთავარ გვერდზე ამოწევ ქვედა ისარს, დააჭერ სფეის ბარათს და შემდეგ პინ კოდის მიღებას. აქვე უნდა შეიყვანო შენი სფეის ბარათის ბოლო 4 ციფრი და პინ კოდს მიიღებ იმ ნომერზე, რომელიც სფეისში გაქვს მითითებული.

მოკლედ, განაახლე აპლიკაცია და დაიწყე სფეის ბარათით სარგებლობა, რაც შეიძლება აქტიურად. გაგვიზიარე თუ უკვე მიიღე ქეშბექი ან მოიგე ფული ყოველკვირეულ თამაშში.

დაგვალაიქე და გაიგე პირველმა ჩვენი სიახლეების შესახებ

ლინკი კოპირებულია კვლავ დაკოპირება

გადმოწერე სფეისი

break;