წესები და პირობები

Space-ის პროდუქტისა და ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები

Space-ის პროდუქტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება სს „თიბისი ბანკის“ (შემდგომში „Space” ან „ბანკი“) (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595, მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7) ვებგვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით”, ბანკის წინამდებარე და სხვა დადგენილი წესებითა და პირობებით.

Space-ის ფარგლებში მომსახურების გაწევისა და საქმიანობის განხორციელებისას, ბანკის მიერ გამოყენებული Space-ის სასაქონლო ნიშანი ან/და სახელწოდება - Space ან/და Space-თან დაკავშირებული ნებისმიერი რეკვიზიტი/ინფორმაცია, წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ საკუთრებას და იგულისხმება, რომ Space ოპერირებს სს „თიბისი ბანკის“ სახელით.

წინამდებარე წესები და პირობები, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. შესაძლოა, მომსახურება - Space არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში და/ან გარკვეული მომხმარებელთათვის, ბანკის სათანადო გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომხმარებლის დაცვა

მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად, დაგვიკავშირდით Space-ის სატელეფონო ცენტრში, ნომერზე: 2711711 ან მოგვწერეთ help@Space.ge

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (სატელეფონო, ციფრული, ელექტრონული და სხვა.).

პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Space და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

Space არ აგებს პასუხს ვებგვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.

ინფორმაციის სიზუსტე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით Space შებოჭვის საფუძველს.

ვებგვერდის გამოყენება

ბანკის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებგვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება Space-ის წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

ვებგვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებგვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

რეგისტრაციისა და პაროლის გამოყენების დროს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Space-მა შესაძლოა მოახდინოს რეგისტრაციისა და პაროლის დეაქტივაცია და აღნიშნული ქმედებით შეზღუდოს ვებგვერდზე წვდომა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წესებისა და პირობების დარღვევას.

თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებგვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა.

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება Space-ის ტექნიკური შეფერხების, ან Space-გან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, Space არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება Space საავტორო უფლება. Space ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე Space-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

Space-ის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებგვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით)..

აკრძალულია წინამდებარე ვებგვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, Space-ის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) Space-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ინტელექტუალური საკუთრების ვებგვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებგვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა (გამოყენება) ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი Space-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა

Space უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Space მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია Space-გან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

Space-ის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კონფიდენციალური ინფორმაციის Space-ისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბანკის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

Space-ის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები ბანკის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ Space არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის (წვდომის) შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებგვერდზე მითითებული ბმულები

Space უფლებამოსილია ვებგვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებგვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ:

წერილობითი სახით მისამართზე: ქ.ჩოლოყაშვილი გამზირი #47, თბილისი, 0179
მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: help@Space.ge
დაგვიკავშირდით საინფორმაციო ცენტრში: 2711 711
;